თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ყოველწლიური „კორუფციის აღქმის ინდექსის“ შედეგების პარალელურად, ორგანიზაციის ბერლინის სამდივნოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც წლევანდელ ინდექსში საქართველოს შედეგი და მისი მიზეზებია განხილული. ორგანიზაცია ამ სტატიის ქართულ თარგმანს გვთავაზობს.
„2020 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც 2019 წლის შედეგის იდენტურია და ორი ქულით ნაკლებია 2018 წლის შედეგზე. მეტიც, ინდექსში საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა 2012 წლის შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა სხვადასხვა წლის შედეგების ერთმანეთთან შედარება. ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს რეფორმებით გამოირჩეოდა, ანტიკორუფციული ძალისხმევა თითქმის 10 წელია სტაგნაციას განიცდის“, - ვკითხულობთ სტატიაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)