აჭარა. საზოგადოება „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ აპროტესტებს შპს „ამბასადორი ბათუმი“-ის გეგმას ძველ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით და ხელმოწერებისთვის აქვეყნებს მანიფესტს: „შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება“.
„მიუხედავად იმისა, რომ 16-სართულიანი სასტუმრო სრულიად შეუსაბამოა ბულვარისთვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან, საფრთხეს უქმნის და ამცირებს ბულვარის კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას პროექტი უკვე მოიწონა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ და მასზე ნებართვის გაცემა აქვს გადაწყვეტილი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც. ჩვენი მოვალეობაა წინ აღვუდგეთ ამ უკანონობას და დავიცვათ ბათუმის ბულვარი განადგურებისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:
1. დაუყონებლივ შეწყდეს ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა და გაუქმდეს გაცემული ნებართვა.
2. ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე შეჩერდეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებელობაზე ნებართვის გაცემა“, ნათქვამია მანიფესტის ტექსტში.
ამ ეტაპისთვის აღნიშნულ მანიფესტს ხელს აწერს 3500-მდე ადამიანი.
წყარო: manifest.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)