თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს რაოდენობრივი კვლევის შედეგებს: ლგბტქ ჯგუფის სოციალური ექსკლუზიის კვლევა საქართველოში.
„კვლევის მიზანი იყო ლგბტქ ჯგუფის წინაშე მდგარი ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური ბარიერების გამოვლენა და ძირითად პრობლემათა აღმოსაფხვრელად საჭირო პოლიტიკის შემუშავების ხელის შეწყობა. კვლევა აჩვენებს, რომ ლგბტქ თემის წევრები სხვებთან თანასწორი და სრულყოფილი ცხოვრებით სარგებლობას ვერ ახერხებენ და მათი თავისუფლად ცხოვრების შანსები არსებითად შეზღუდულია ყველა უფლებრივ ჩარჩოსთან მიმართებით“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)