იმერეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავდა 30 იანვარს, ნამახვან ჰესის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მსვლელობისას დაკავებული პირის ინტერესებს.
„დაკავებული აქციის მონაწილის მიმართ პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძვლით შეადინა. დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა დაკავებულის სამართალდარღვევის საქმეზე. სასამართლომ აქციის მონაწილე გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხიმგებლობიდან, გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)