en
ge

EMC შრომის ინსპექციას კომპანიის შემოწმებისკენ მოუწოდებს

EMC შრომის ინსპექციას კომპანიის შემოწმებისკენ მოუწოდებს

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სოლიდარობას უცხადებს „გლოვო“-ს კურიერებს და მოუწოდებს შრომის ინსპექციას დაუყონებლივ დაიწყოს ინსპექტირება გლოვოს კურიერების შრომითი უფლებების დაცვის მიზნით.

„29 იანვარს „გლოვო“-ს კურიერების ნაწილმა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა, კომპანიის ოფისთან ასზე მეტი კურიერი შეიკრიბა და მძიმე სამუშაო პირობები გააპროტესტა. როგორც კურიერები ამბობენ, კომპანია პერიოდულად აუარესებს სატარიფო პირობებს, რის შედეგადაც მცირდება მათი ანაზღაურება და უარესდება სამუშაო პირობები. მძიმე სამუშაო პირობებს თან ახლავს კომპანიის მხრიდან მათ მიმართ არასათანადო, ღირსების შემლახავი დამოკიდებულება, გამომუშავებაზე მიბმული სამუშაო პრაქტიკის სირთულეები და პანდემიის გამო გაზრდილი უსაფრთხოების რისკები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)