თბილისი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, ლექცია გამართა კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის.
„აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ლექციის მიმდინარეობისას სემეკ-ის თავმჯდომარემ ენერგეტიკულ სექტორში კონკურენციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)