თბილისი.24 აპრილს, განათლების მულტიმედია ცენტრში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების
პროგრამისფარგლებში, ონლაინ კონფერენცია გაიმართა, რომლის თემა იყო მოსწავლეთა სამოქალაქო
მონაწილეობა და ახალგაზრდების როლის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.
ღონისძიებაში ჩართული იყო იყვნენ საქართველოს სხვადასხვა
ქალაქებისა და სოფლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები. სტუმრის სტატუსით მონაწილეობას
იღებდა განათლების მინისტრის მოადგილე.
მან ერთი საათის განმავლობაში პასუხი გასცა, როგორც აუდიტორიაში მყოფ თბილისის სასკოლო
სამოქალაქო კლუბების წევრების, ასევე SKYPE-ის მეშვეობით მიღებულ პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების შეკითხვებს რეგიონებიდან. განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ მოსწავლეები იმერეთიდან, სამეგრელოდან, გურიიდან, აჭარიდან, კახეთიდან და მცხეთა-მთიანეთიდან.
ონლაინ კონფერენციის ძირითადი მესიჯი ეხებოდა მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას სამოქალაქო საქმეში, პრობლემის დანახვას და მათი გადაჭრის გზების პოვნას, მოსწავლეების ლიდერებად ჩამოყალიბებას და ამით მათი წვლილის შეტანას სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საქმეში.
წყარო: civics.ge