თბილისი. „მითების დეტექტორი“ აქვეყნებს მარიამ დანგაძის ბლოგპოსტს: რა არის კორონავირუსი და შესაძლებელია თუ არა ანტიბიოტიკებით მისგან განკურნება. ბლოპოსტი ფბ მომხმარებლის Gocha Bakradze-ს მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციას პასუხობს.
მომხმარებლის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის თანახმად, კორონა ვირუსი არ არის ინფექცია, მისი გამომწვევი მიზეზი კი ბაქტერიაა და კოვიდისგან განკურნება ანთებისსაწინააღმდეგო, ე.წ. სისხლის გამათხელებლების გამოყენებით არის შესაძლებელი. ასევე, ფბ მომხმარებელი აღნიშნავს, რომ თითქოს კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა სხეულის აუტოპსია აკრძალულია.
„გოჩა ბაქრაძის პოსტი რამდენიმე დეზინფორმაციას შეიცავს, რეალურად 1) Covid-19-ის ინფექციას იწვევს არა ბაქტერია, არამედ SARS-CoV-2-ის ვირუსი; 2) Covid-19-ით გარდაცვლილთა აუტოპსია აკრძალული არ არის; 3) ვინაიდან Covid-19 ვირუსის მიერაა გამოწვეული, მის წინააღმდეგ ანტიბიოტიკის გამოყენება არაეფექტიანი იქნება. რაც შეეხება ანტიანთებით და სისხლის გამათხელებელ საშუალებებს, ისინი კორონავირუსის მხოლოდ ზოგიერთი სიმპტომის პრევენციისა და მკურნალობის პროცესში გამოიყენება“, ნათქვამია მასალაში.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)