თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება პარლამენტში ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტის განხილვას.
ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი რიტორიკა იმის თაობაზე, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს უმოქმედობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის დანერგვის მიმართულებით, თითქოს სამოქალაქო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და ექსპერტების ბრალია.
„კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქცია აუმჯობესებს დღეს არსებულ საკანონმდებლო წესრიგს, თუმცა მისი შინაარსი სრულად ვერ ეხმიანება ჰუმანური, ადამიანის უფლებებზე მორგებული ნარკოპოლიტიკის პრინციპებს. ამის მიზეზი კი ისევ ქართული ნარკოპოლიტიკის დასჯაზე ორიენტირებულობა და რეპრესიულობაა“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)