en
ge

10 კომპანია, რომელმაც 2020 წელს ყველაზე მეტი თანხა მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან

10 კომპანია, რომელმაც 2020 წელს ყველაზე მეტი თანხა მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა 10 ქართული კერძო კომპანია, რომელმაც 2020 წელს გამარტივებული (პირდაპირი) სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღო. ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ წელს ათივე კომპანიამ ჯამში 165 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღო.

„10 კომპანიიდან, 6 „ქართული ოცნების“ და მისი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. აღნიშნული კომპანიების მფლობელებმა ან/და დირექტორებმა 2016-2020 წლებში მმართველ პარტიას და სალომე ზურაბიშვილს 668,000 ლარი შესწირეს. გარდა ამისა, 2 კომპანია („ინ-სი“ და „ანაგი“) ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ პროექტებში არის ჩართული. ამ 6-მა კომპანიამ 2020 წელს პირდაპირი შესყიდვებიდან ჯამში 54 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს, ხოლო 2013-2020 წლებში 149 მლნ ლარის კონტრაქტები აქვთ მიღებული“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023