იმერეთი. PITA-ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ანა ჯავახაძემ და გიორგი ქავთარაძემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანების და გეგუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს მედია წიგნიერებაზე.
„შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება სოციალური მედიის და ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე. შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: სოციალური მედია და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოწვევები; როგორ გადავამოწმოთ ვებ-გვერდები, წყაროები, პიროვნებები, ტროლები; როგორ გადავამოწმოთ ყალბი ფოტოები“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალრუ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)