იმერეთი. USAID Georgia-ს ინფორმაციით, ქორეთის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ნინო გუდაძე, მარიამ ეზიაშვილი და ნატო ფარქოსაძე სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ წევრები არიან და ცდილობენ, სოფელში პანდემიით შექმნილი რთული ვითარება სხვებზე ზრუნვით შეამსუბუქონ.
მოსწავლეებმა გამოითხოვეს სოციალურად დაუცველი ოჯახების შესახებ ინფორმაცია და მათთვის საჭირო პირბადეების მარაგის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. 11 სოციალურად დაუცველ ოჯახს მათ ჯამში 250 პირბადე გადასცეს. გოგონები ახალგაზრდებისთვის ვირუსისგან თავდაცვის ხერხებზე საინფორმაციო შეხვედრებსაც მართავენ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)