თბილისი. EMC-ის ცნობით, 7 თებერვალს სოფელ ნამოხვანში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები ქვემო ნამახვანის კაშხლის მშენებლობის უკანონო პროცესის შეჩერებას და საკითხის საჯარო და დემოკრატიულ განხილვას ითხოვდნენ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მხარს უჭერს რიონის ხეობის მოსახლეობის სამართლიან და მშვიდობიან პროტესტს და მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს პროტესტის მონაწილეების შეკრების თავისუფლების დაცვა.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)