თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოქალაქისთვის 14 000 აშშ დოლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა.
„სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოთხსენებული ადმინისტრაციული ორგანოების არამართლზომიერმა მოქმედებებმა დაარღვია მოქალაქის საკუთრების უფლება. კერძოდ, აღნიშნულმა პირმა 2005 წელს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა. ამის მიუხედავად, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 2011 წელს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამავე მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით, რაც სააგენტომ საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე დააკმაყოფილა“.
მოქალაქემ სასაამრთლოში დავა 2011 წელს დაიწყო. დღემდე პირის ინტერესებს საია იცავდა.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)