თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს რომ რიონის ხეობაში ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა და არღვევს სანებართვო პირობებს.
ორგანიზაცია მიმართავს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაუყოვნებლივ შეაჩეროს ნებართვის გარეშე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოები და შპს „ენკა რინიუებლზს“-ის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)