თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება შპს „ენკა რინიუებლზის“ განცხადებას, რიონის ხეობაში, ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების თაობაზე.
„კომპანია ადასტურებს, რომ რიონის ხეობაში მის მიერ ხორციელდება მოსამზადებელი სამუშაოები თუმცა, საკუთარი ქმედებების კანონიერების დასაბუთებისთვის ის უთითებს და აქვეყნებს არა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვას და მის პირობებს, რაც ნებისმიერი მშენებლობის კანონიერების ფარგლების განსაზღვრისთვის ერთადერთი დოკუმენტია, არამედ ის ეყრდნობა სააგენტოსთან ოფიციალურ წერილობით მიმოწერას რაც არ წარმოდგენს სანებართვო დოკუმენტს“.
მივიჩნევთ რომ შპს „ენკა რინიუებლზი“ 2020 წლის 21 სექტემბრიდან ქვემო ნამახვანის მშენებლობის მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების განხორციელებით ყოველდღიურად არღვევს სამშენებლო ნებართვის პირობებს. ეს კი სააგენტოს დაუყოვნებლივი რეაგირების საფუძველი უნდა გახდეს, რაც მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შეჩერებას და მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევის გამო კომპანიის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)