en
ge

EMC ალექსანდ ბანდიუკოვის წერილს აქვეყნებს

EMC ალექსანდ ბანდიუკოვის წერილს აქვეყნებს

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ალექსანდრ ბანდიუკოვის მიმართვას, მისივე თხოვნით ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ის ამჟამად საავადმყოფოშია და თავის საქმეზე საჯარო პოზიციონირება არ შეუძლია.

„ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, მე, ალექსანდრე ბანდიუკოვი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პუტინის ბანდიტების დევნას გამოქცეული, 2018 წლის 14 სექტემბერს ოჯახთან ერთად ჩამოვედი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მისაღებად. ამ ხნის განმავლობაში მე შემიყვარდა საქართველო და მისი თბილი, ლამაზი და გულღია ხალხი. მთელი ამ ხნის განმავლობაში უბრალო ადამიანებისგან არც ერთი ცუდი სიტყვა არ მსმენია. გარშემომყოფნი, მეზობლები და მეგობრები, მხოლოდ სითბოს მაგრძნობინებდნენ, თანამიგრძნობდნენ და მეხმარებოდნენ. 

მე მივმართე საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო დაცვის მისაღებად, თუმცა მხოლოდ ჰუმანიტარული სტატუსი მომენიჭა. ახლა კი მათ ის უკანონოდ, დაუმსახურებლად და ცინიკურად ჩამომართვეს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)