თბილისი. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უკიდურესად საგანგაშოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მისი მოტივაცია, რომელიც მნიშვნელოვნადაა აცდენილი სამართლებრივ ლოგიკას, კონსტიტუციურ სტანდარტებს და ზოგადად ქვეყანაში შექმნილ რეალობას.
„მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება შეიცავს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან თვითნებური და ერთპიროვნული გადაწვეტილების მიღების მნიშვნელოვან საფრთხეებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 11 თებერვალს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლითაც კონსტიტუციურად მიიჩნია პანდემიის დროს ადამიანის ძირითადი უფლებების (შეკრების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, საკუთრების უფლება) შეზღუდვა მთავრობის დადგენილებით და მინისტრის ბრძანებით. ამ გადაწყვეტილებით პარლამენტს შეუძლია ფაქტიურად მოიხსნას უფლებამოსილება ქვეყნისათვის ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში და უარი თქვას საკანონდებლო ფუნქციის განხორციელებაზე“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)