en
ge

განცხადება ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით

განცხადება ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ეხმაურება ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს.

„როგორც ცნობილია დღეს, 16 თებერვალს პარლამენტი მსჯელობს მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე, რაც გაუხსნის გზას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. 

მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიას საქმის შეფასება არ უნდა მოხდეს გამოძიების მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი, კონკრეტული საპროცესო ღონისძიების ჭრილში და აუცილებელია, ეს საქმე განხილულ იქნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დაშლის გარშემო მიმდინარე გამოძიების კონტექსტში.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)