თბილისი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო აქვეყნებს ინა ჩარკვიანის სტატიას: „სახლში, საფრთხის პირისპირ“, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალების რეალურ ისტორიებს ეფუძნება.
„ფემიციდს ვაკვირდებოდი, როგორც საზოგადოებრივ მოვლენას და კვლევაც ამ ინტერესით წამოვიწყე. გამოკითხული რესპონდენტები სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბენეფიციარები არიან. ვეცადე, მათი მძიმე გამოცდილების ტრაექტორიას გავყოლოდი. შედეგად, სამი მნიშვნელოვანი საჯარო ინსტიტუტის კართან მივედი – სასამართლო, ჯანდაცვა და ეკლესია. ისინი აღმოჩნდნენ ქალების ძალადობის გამოცდილებასთან ყველაზე ახლოს მდგომი ინსტიტუტები და, ზოგიერთ შემთხვევაში, განსაზღვრეს მათი გადარჩენა“.
წყარო: feminism-boell.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)