თბილისი. 8 მარტს, 17:00 საათზე ქალთა მოძრაობისა და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით გაიმართება „1000 მშობლის მარში“.
„#მომისმინე #პროტესტის100დღე არის კამპანია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. ჩვენ ვითხოვთ რეფორმებს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად.
მოდი თბილისში, ვარდების მოედანზე, რათა კანცელარიის წინ სახელმწიფოს საჯაროდ გავაგებინოთ ჩვენი მოთხოვნები:
შეცვალეთ: სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
შექმენით: პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
გახადეთ: ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
გაზარდეთ: ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა; დადგეს: ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო“, ნათქვამია კამპანიის აღწერაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)