თბილისი. „უფლებები საქართველო“ „კვირას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და მზადყოფნას გამოთქვამს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს დაზარალებულ პირებს.
„საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღები ჯგუფის წევრებს რამდენიმე პირი თავს დაესხა და უკანონოდ ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. (დეტალები...)
„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: rights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)