თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, 2021 წლის 11 თებერვალს სახალხო დამცველმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზაციის კონსტიტუციური უფლების - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დარღვევა დაადგინა.
„2020 წლის 8 ივლისს IDFI-მ წერილობით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა 2018-2020 წლებში მინისტრის და მინისტრის მოადგილეების მრჩევლის თანამდებობაზე დასაქმებული პირების ბიოგრაფიული მონაცემები და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები. სამინისტროს 2020 წლის 16 ივლისის წერილით, დასაბუთების გარეშე, პერსონალურ მონაცემებსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლზე მითითებით, IDFI-ის უარი ეთქვა ინფორმაციის მიწოდებაზე“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)