იმერეთი. ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში, 25 აპრილს, არასამთავრობო
ორგანიზაციის „მედია
პორტალის" პროექტის პრეზენტაცია
გაიმართა. როგორც „მედია
პორტალის" წარმომადგენელი
აკაკი ანდღულაძე აცხადებს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე კონკურსი მოქალაქე ჟურნალისტების ინსტიტუტის გაძლიერებას ემსახურება. „მსგავსი ტიპის
პროექტები
წარმატებით
ხორციელდება
ევროპასა
და ამერიკაში და
ჩვენც მოქალაქე ჟურნალისტებს ვაძლევთ
საშუალებას
განავითარონ
საკუთარი
პოტენციალი.
ქუთაისის
შემთხვევაში
თემა – „ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი" – იქნება.
აქვე დავამატებ, რომ
პროექტისთვის
მთავარი
იდეა და არა
ვიდეოს ხარისხი", აღნიშნა აკაკი
ანდღულაძემ.
კონკურსის
მონაწილეობის
მსურველებმა
ქალაქში
მიმდინარე
აქტუალურ
მოვლენებზე ფოტო ან
ვიდეო სიუჟეტები უნდა
მოამზადონ.
ხოლო გამარჯვებულს ფლიპკამერა გადაეცემა.
კონკურსის
ბოლო ვადა 20 მაისია.
პროექტი
ევრაზიის
თანამშრომლობის
ფონდის მხარდაჭერითა და
შვედეთის
საერთაშორისო
განვითარების
სააგენტოს
დაფინანსებით ხორციელდება.