თბილისი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ინფორმაციით, მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედი ნაგავსაყრელზე ხვდება და მომხმარებლამდე ვერც კი აღწევს. ეს პრობლემა საქართველოსთვისაც აქტუალურია.
„საკვებად ვარგისი პროდუქტის ნაგავსაყრელზე მოხვედრის ბევრი მიზეზი არსებობს: არასწორი ეტიკეტირება, შეფუთვის უმნიშვნელო დაზიანება, ჭარბი მომარაგება, დიდი ულუფებით მიწოდება, ცუდად დაცული ჰიგიენა თუ შენახვის პირობები.
მომხმარებლის ნდობის შენარჩუნების მიზნითა და ხარისხთან დაკავშირებული უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად, სუპერმარკეტის თაროებიდან პროდუქცია ვადის ამოწურვამდე ორი კვირით ადრე იცვლება და ნაგავსაყრელზე ხვდება.
ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი არის საკვების გაჩუქება, რაც კარგად აპრობირებული სისტემაა განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა საგადასახადო რეგულაციების გამო, საქართველოში ეს სისტემა ჯერ არ მუშაობს, რადგან გაჩუქებული პროდუქცია დამატებით მოგებისა (15%) და დღგ-ის (18%) გადასახადით იბეგრება“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)