თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით ადვოკატირებას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასთან.
ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, ცვლილება შეიტანოს საქართველოს მთავრობის დადგენილებაში პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ და იგი შესაბამისობაში მოიყვანოს სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირების სპეციალურ საჭიროებებთან. კერძოდ, უზრუნველყოს სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ პირებთან სამედიცინო მომსახურების გაწევისას, სამედიცინო პერსონალის მიერ გამჭვირვალე პირბადის გამოყენება.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)