ქვემო ქართლი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ და ქვემო ქართლის სოფლების სათემო ცენტრები 20 თებერვლიდან მოსახელობას უფასო მომსახურებას გაუწევენ.
სერვისები შემდეგი მიმართულებებით:
ქსეროქსი;
თარგმანი;
განცხადებების წერა;
ინტერნეტ მომსახურება;
კონსულტაცია საჯარო დაწესებულებების მომსახურებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ;
ინფორმაციია COVID-19-ის შესახებ;
ოჯახის ექიმების უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები;
მოსახლეობას სერვისების მიღება შეუძლია მოლაოღლის, ხულდარას, ალგეთის, ქვემო სარალის, კასუმლოს, აღმამედლოს და ნაზარლოს სათემო ცენტრებში კვირაში სამი დღე. პროექტი ხორციელდება EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით და მისი მიზანია ქვემო ქართლის სოფლების მოსახლეობის საჭიროებებისა და პრობლემების შესწავლა და მათი გადაჭრის ადვოკატირება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)