en
ge

CDD ენმ-ის ოფისში განხორციელებულ სპეცოპერაციას და ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმაურება

CDD ენმ-ის ოფისში განხორციელებულ სპეცოპერაციას და ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმაურება

თბილისი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ოფისში განხორციელებულ სპეცოპერაციასა და ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაკავების ფაქტს.

„მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომლის ჩამოყალიბებისკენ საქართველო მიისწრაფის, კრიზისების გადალახვა მოითხოვს არაძალადობრივ პოლიტიკურ გარემოს და პოლიტიკურ აქტორებს შორის კონსენსუსის მიღწევას. ამ მხრივ, შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, დაეკავებინა ოპოზიციის ლიდერი, კიდევ უფრო გაამწვავა პოლიტიკურ აქტორებს შორის არსებული უთანხმოება და საფრთხე შეუქმნა მათ შორის შეთანხმების მიღწევის პროცესს.

ვფიქრობთ, ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო და ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა, რომ ასეთი ნაბიჯი არსებული პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას გამოიწვევდა. პოლიტიკური სტაბილურობისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, მოიძებნოს სწრაფი, ეფექტიანი გამოსავალი და ფასილიტატორების მეშვეობით პროცესები დაუბრუნდეს დიალოგის ფორმატს, რათა არ მოხდეს საზოგადოების კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია და საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023