თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 2021 წლის 8 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. ორგანიზაციამ მოითხოვა, სასამართლოს განათლების სამინისტროსთვის ერთიანი გეგმის შემუშავება დაევალებინა.
„გეგმის მიზანი იყო პანდემიის პირობებში ყველა ბავშვის და, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების) სკოლებში უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფა.
სასამართლომ უარი გვითხრა უზრუნველყოფის დაკმაყოფილებაზე. ორგანიზაცია ბავშვების დაცვის სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს სასამართლოს უარის განჩინების გასაჩივრებით ზემდგომ (სააპელაციო) ინსტანციაში და ძირითადი სარჩელის შეტანით საქალაქო სასამართლოში. ვინაიდან ბავშვთა უფლებების დაცვა არის მთელი საზოგადოების და არა მხოლოდ ერთი არასამთავრობოს მოვალეობა, საზოგადოებას ვთავაზობთ სასამართლოს განჩინებას სრულად და ორგანიზაციის საჩივრის ადაპტირებულ ვარიანტს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)