en
ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინის სათაო ოფისის განცხადება მიმდინარე მოვლენებზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინის სათაო ოფისის განცხადება მიმდინარე მოვლენებზე

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ნიკანორ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით TI-ის ბერლინის ოფისის განცხადების თარგმანს აქვეყნებს: საქართველო: ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება პოლიტიკურ კრიზისს ამძიმებს. „„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეჭრისა და პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავების გადაწყვეტილება მხოლოდ დაამძიმებს ქვეყანაში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. ბოლო პერიოდის მოვლენები საქართველოში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა პოზიტიურ მაგალითად პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის, მორიგი გამოვლინებაა ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხისა და სახელმწიფოს მიტაცებისკენ შემაშფოთებელი სვლისა.

კანონის უზენაესობისა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ეროზია, ასევე უწყვეტი თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჯგუფებზე, მნიშვნელოვან უკუსვლას იწვევს დემოკრატიის მხრივ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა და მმართველი პარტიის გავლენა სამართალდამცავ უწყებებზე გამოიყენება, როგორც იარაღი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. დასანანია, რომ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს შედეგიანი ანტიკორუფციული რეფორმებით იყო ცნობილი, დაუსჯელობა სულ უფრო მეტად მკვიდრდება ნორმად მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებში.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაებას პოლიტიკურ დიალოგში ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დაცვის მიზნით და შექმნას გარემო, რომელშიც შესაძლებელი იქნება რეალური ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)