თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 5 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქარელის რაიონის სოფელ დვანში მავთულხლართების გავლების შედეგად დაზარალებული პირების საქმის განხილვა დაიწყო.
„2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სოფელ დვანში რუსი და ოსი „მესაზღვრეების“ მიერ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მონიშვნის მიზნით მავთულხლართების გავლებამ გამყოფი ხაზი 400-600 მეტრით გადმოწია, რის გამოც დვანის 50-მდე ოჯახის კუთვნილი 80-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწები და 3 ოჯახის საცხოვრებელი სახლი ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდა“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)