შიდა ქართლი. შიდა ქართლში მცხოვრებ სამსახურის მაძიებლებს დასაქმების ცენტრი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის!“ ფარგლებში სთავაზობს: სამოტივაციო წერილის, CV-ს მომზადების შესწავლას, პროფესიულ კურსებში მონაწილეობას, სტაჟირებას და დასაქმების კონსულტანტების დახმარებას სამუშაოს მოძიების პროცესში.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: EDEC-ის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)