en
ge

საჯარო დისკუსია – „ქალი პოლიტიკაში“

გურია.25 აპრილს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია „ქალი პოლიტიკაში".  შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს პოლიტიკაში არსებული გენდერული დისბალანსის გამომწვევი მიზეზების განხილვა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლელა ნაცვალაძე, „ქალები რეგიონის განვითარებისათვის" ხელმძღვანელი ქეთევან ხიდაშელი, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელი ნინო ნიკოლაიშვილი, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მონაწილეებმა იმსჯელეს იმ გარემოებებზე, რაც ხელს უშლით ქალებს დაიკავონ არჩევითი, პოლიტიკური თუ პარტიული თანამდებობები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)