იმერეთი. საია-ს ქუთაისის ფილიალი იცავდა ელექტრომონიტორს, რომელმაც 1989 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა და დაენიშნა შესაბამისი ყოველთვიური ანაზღაურება. წლების განმავლობაში, ყოველთვიური ანაზღაურების გადაანგარიშება არ ხდებოდა ელექტრომონიტორის პოზიციაზე ამჟამინდელი ანაზღაურების შესაბამისად და ყოველთვიურად მხოლოდ 60 ლარს შეადგენდა.
საია-ს დახმარებით, მან სასამართლოს მიმართა და მოითხოვა როგორც მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება, ასევე, ყოველთვიური სარჩოს შესაბამისი გადაანგარიშება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დავა დაზარალებულის სასარგებლოდ გადაწყდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)