თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს დოკუმენტს, რომელშიც შესწავლილია პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები, ამ მიმართულებით შემუშავებული საერთაშორისო რეკომენდაციები, სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. ასევე, იდენტიფიცირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევები.
„დოკუმენტზე მუშაობისას ინტერვიუები ჩატარდა შშმ პირებთან, შშმ ბავშვების მშობლებთან, დღის ცენტრების თანამშრომლებსა და შშმ თემის ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან. საბოლოოდ, ანგარიშის ფარგლებში გაანალიზდა შშმ პირთა უფლებების რეალიზების კუთხით სახელმწიფოს ღონისძიებების ეფექტიანობა და მათი საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობა“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)