თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის საკითხს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებითად ვერ უზრუნველყოფს საპოლიციო და საგამოძიებო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვას და ბოლო წლებში კვლავ ჩანს უწყების პოლიტიზირების მზარდი ტენდენცია, რაც ყველაზე აშკარად ოპოზიციური პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების შეკრების თავისუფლების შეზღუდვის, ასევე პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეების გამოძიების პროცესში გამოვლინდა. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ბატონი ვ. გომელაურის მმართველობის პირობებში უწყება ჩაიკეტა სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის და სამწუხაროდ, შეჩერდა წარსულში დაგეგმილი ინსტიტუციური რეფორმის პროცესები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)