კახეთი.გურჯაანში ,,მედია ცენტრ კახეთში’’ და,,მედია კაფე თელავში’’
დოკუმენტური ფილმის ,,ცხოვრება გრძელდება’’
ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წებრები
ესწრებოდნენ.
მოსწავლეების თქმით, მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებების
ჩატარება რადგან ეს ხელს უწყობს ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოვებასა და განვითარებას.
გიორგი მამულაშვილი– გურჯაანის #1 სკოლის მოსწავლე.
,,ძალიან კარგია რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მსგავსი სახის ღონისძიებებს ახორციელებენ.
ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის და სხვადასხვა სკოლების სამოქალაქო
კლუბების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის’’.