თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე.
„ამ დღის აღნიშვნა დაკავშირებული იყო ქალების სოციალურ და ეკონომიკური ჩაგვრისგან გათავისუფლებისა და პოლიტიკაში თანასწორ სუბიექტებად ჩართვის იდეასთან. დღეს 8 მარტის აღნიშვნიდან 100 წლის თავზე კი ქალთა გათავისუფლების აღმნიშვნელი ეს დღე რომანტიზებული, დეპოლიტიზებული და კომერციალიზებული დღის წესრიგით წარმოგვიდგება. მას გამოეცალა მისი მთავარი პოლიტიკური იდეა - ქალთა გათავისუფლება ისტორიულად განსაზღვრული პატრიარქატული წესრიგისგან, რომელიც ქალთა დაქვემდებარებაზე და კონტროლზე დგას.
100 წლის შემდეგაც, ქალები კვლავ სტრუქტურული ჩაგვრის, ძალადობისა და მათი სხეულების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან“, ნათქვამია ბლოგსპოსტში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)