თბილისი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო აქვეყნებს ანა ილურიძის სტატიას: პოსტსამშობიარო ჩანაწერები, ანუ რეფლექსია იმ გამოცდილებაზე, რომელსაც აუცილებლად დავივიწყებ.
„ანა ილურიძე იურისტი, გენდერის და სექსუალობის მკვლევარი სტატიაში საკუთარ გამოცდილებებს გვიზიარებს ქალის სხეულის განცდილ ტკივილსა და ბედნიერებაზე. ასევე, მისი სტატია ეხმიანება ამერიკელი მეორე ტალღის ფემინისტის, ედრიენ რიჩის მიერ წამოწყებულ მსჯელობას იმ ნაპრალზე, რომელიც ქალის მიერ დედობის სუბიექტურ გამოცდილებასა და საზოგადოების მოლოდინებსა და მოთხოვნებს შორის არსებობს.
ორსულობა და მშობიარობა სუბიექტური პროცესია და მთლიანად ემყარება ადამიანის თვითაღქმასა და გამოცდილებას. ამასთან, ამ პროცესში აუცილებელია სახელმწიფო ჯანდაცვის და სოციალური სერვისების მონაწილეობა, რაც მას საზოგადო ზრუნვის საგნად აქცევს“.
წყარო: feminism-boell.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)