თბილისი. 2021 წლის 5 მარტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
„3 თვეზე მეტია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში და ერთნაირი სიმკაცრით მოქმედება კომენდანტის საათი. სახელმწიფოს 7 ყველაზე დიდ ქალაქში კი კომენდანტის საათის მოქმედება 4 თვეს აღემატება“.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მიმოსვლის თავისუფლებას ზღუდავს არაპროპორციულად, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხვონებს. ამავე საკითხზე, IDFI უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავს.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)