en
ge

საია: მოსახლეობის უმეტესობა ვერ ასრულებს სასესხო/საკრედიტო ვალდებულებებს

საია: მოსახლეობის უმეტესობა ვერ ასრულებს სასესხო/საკრედიტო ვალდებულებებს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს დოკუმენტს: სასესხო და საკრედიტო ურთიერთობებზე პანდემიის გავლენის შედეგად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა.

„პანდემიის პირობებში მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს სასესხო/საკრედიტო ვალდებულებების შესრულებას. აგრეთვე, გამოწვევაა ამ პრობლემების გადაწყვეტის სამართლებრივი მხარეც. კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო და ის ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გააანალიზოს სასესხო და საკრედიტო ურთიერთობებზე კრიზისის გავლენის მასშტაბი/სიმწვავე, მხედველობაში მიიღოს როგორც ავტორიტეტული ქსელის რეკომენდაციები, ისე სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად“, ნათქვამია დოკუმენტში.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)