თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19 თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი“.
„საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება Covid-19-თან დაკავშირებული საჯარო ფინანსების, საჯარო შესყიდვების, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების, StopCov ფონდის ხარჯვისა და დონორთა დახმარების განაწილების მონიტორინგი.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს პროექტის შუალედურ ანგარიშს, რომელიც მიმოიხილავს, 2020 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში განხორციელებულ აქტივობებს, მონიტორინგის შედეგებს, ძირითად მიგნებებსა და გაცემულ რეკომენდაციებს“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)