13, 14 16,18 და 20, 21 მარტს მეგობრობის ხიდი ქართლოსისა Fundacja HumanDoc-ის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ ვებინარების სერია თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ონლაინ პროექტების განხორციელების შესაძლებლობების და პროფესიონალიზაციის გაზრდა საქართველოში“.
აღნიშნული ვებინარების სერიას გაუძღვება გიორგი კალატოზიშვილი (პიარ კონსულტანტი; ლექტორი; ტრენერი; ბიზნეს ქოუჩი).
ვებინარის ხანგრძლივობა 19:00 – 21:00 სთ.
დამატებითი ინფორმაცია ვებინარის შესახებ...
ონლაინ ვებინარების სერია დაფინანსებულია პროგრამა „დახმარების ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ინიციატივებისთვის ”, რომელიც შეიქმნა პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ და ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისთვის“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)