თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გთავაზობთ გიორგი ცინცაძის ბლოგპოსტს: „რბოლა ფსკერისკენ: ნამახვანჰესის ხელშეკრულების კვალდაკვალ“.
„ინვესტორ კომპანიებსა და მასპინძელ ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები საინვესტიციო კაპიტალისთვის მიმდინარე გლობალური კონკურენციის გამოძახილია. ამ გლობალურ კონკურენციას ინვესტიციებისთვის უწოდებენ „რბოლას ფსკერისკენ,” რომელშიც „განვითარებადი” ქვეყნები მონაწილეობენ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ისინი იძულებულნი არიან შესაძლო ინვესტორებს კონკურენტებზე უკეთესი პირობები შესთავაზონ - ანუ უფრო დაბალი გადასახადები, ნაკლები გარემოსდაცვითი რეგულაციები, ფინანსური გარანტიები და სახელმწიფო სტრუქტურების მაქსიმალური მხარდაჭერა. შედეგად გლობალური კონკურენცია მონაწილე ქვეყნებში ეკოლოგიურ ნორმებს, გადასახადებს და უსაფრთხოების სტანდარტებს ქვემოთ და ქვემოთ, ფსკერისკენ ექაჩება“, ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)