თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.
„დღეიდან ყველა ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომი გახდა უფასო სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: „დაევალოს საქართველოს მთავრობას შექმნას ისეთი მექანიზმი (მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30 დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებს ყველა შემთხვევას, როდესაც არსებობს ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ზოგადი ანესთეზიის ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)