თბილისი. სექტორი 3 ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლის საფუძველზე პროკურატურას უფლება მიეცა ამოიღოს ტელეკომპანია პირველი-სთვის კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული მასალა იძულების პროპორციული ზომის გამოყენებით.
„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯსა თუ ქმედებას, რომელიც ქმნის აღქმას, რომ საფრთხე ემუქრება სიტყვის თავისუფლებასა და მედიის დამოუკიდებლობას, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას იმოქმედოს კანონის შესაბამისად, გამოიჩინოს კეთილგონიერება და გაითვალისწინოს არსებული პოლარიზებული გარემო და გააცნობიეროს ის რისკები, რომელიც სასამართლოს განჩინების შესაძლო აღსრულებიდან გამომდინარეობს“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)