თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განჩინებას, რომლის საფუძველზეც გაიცა ნებართვა „TV პირველისთვის“ კონფიდენციალური წყაროს მიერ გადაცემული ნივთების მოსაპოვლებლად საგამოძიებო მოქმედების - ამოღების ჩატარების შესახებ და პროკურატურას მიეცა უფლება წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.
„მიგვაჩნია, რომ „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერს არსებითი წვლილი შეაქვს საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ლეგიტიმურ საჯარო დისკუსიაში, ის დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, ხოლო პროკურატურის ნაბიჯები და სასამართლოს განჩინება ძირს უთხრის მედიის, როგორც დემოკრატიის დარაჯის არსს და მის თავისუფლად არსებობის შესაძლებლობას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)