თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბარბარა ატარდისა და ქეთრინ ოლსონის სტატიის თარგმანს: სამართალდამცავ ორგანოთა საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმები შეერთებულ შტატებში.
„საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმები მუდმივად ვითარდება როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. საზედამხედველო ორგანოთა საქმიანობა პოზიტიურ გავლენას ახდენს სამართალდამცავ დაწესებულებებზე, რადგან გარე კონტროლის გარეშე უწყებებს გაუჭირდებოდათ პრობლემათა გამოვლენა და შესაბამის რეფორმათა გატარება. ზედამხედველობის მექანიზმები ასევე უზრუნველყოფენ საზოგადოებასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ნდობისა და პატივისცემის ჩამოყალიბებას“, ნათქვამია სტატიაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)