en
ge

„ახალგაზრდული იდეა“ ახმეტაში

კახეთი. 25 აპრილს, ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, ორგანიზაცია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ახმეტის მუნიციპალიტეტში  მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროგრამის – „ახალგაზრდული იდეა" – ფარგლებში შესარჩევი კონკურსი ჩაატარა.
პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საკუთარი თემის დემოკრატიულ განვითარებაში. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალგაზრდული კომიტეტი, რომელიც კონკურსის წესით შერჩეული შვიდი ახალგაზრდისაგან დაკომპლექტდება. „შერჩეულ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები. ისინი შეისწავლიან თუ როგორ გამოკვეთონ პრობლემები საკუთარ თემში და განსაზღვრონ პრიორიტეტები. შერჩეულ პრიორიტეტზე გამოცხადდება საგრანტო პროექტი. პროექტის თემატიკა ძირითადად მოიცავს განათლების, სპორტის, გარემოს დაცვისა და კულტურის სფეროებს. კომისიის წევრი ახალგაზრდები დამოუკიდებლად გადაწყვეტენ თანატოლების მიერ მომზადებული რომელი პროექტი დააფინანსონ. შერჩეული პროექტები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის – ახალგაზრდული ბანკის მიერ დაფინანსდება. აღნიშნული პროექტი 29 მუნიციპალიტეტში ხორციელდება, განაცხადა ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერმა მარიამ ქობალია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)