თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილ აკრძალვას, რომლის მიხედვითაც, ექსტრაკორპორული განაყოფიერებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ წყვილებს (ცოლ-ქმარს ან 1 წლის განმავლობაში ერთად მცხოვრებ ქალსა და მამაკაცს).
„აღსანიშნავია ის გარემოება, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, სპერმის დონორობის გზით მარტოხელა ქალსაც აქვს დედად გახდომის შესაძლებლობა. რაც შეეხება მარტოხელა მამაკაცს, საქართველოს კანონმდებლობა ამ უკანასკნელს უკრძალავს ხელოვნური განაყოფიერების გზით გახდეს მამა.
ამგვარი შეზღუდვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)